Gizo.tv My Life Journey with my favorite people. A look from America to Georgia and Look from Georgia to The United States. გიზო.ტვ, როგორ ცხოვრობს ამერიკა, ჩემი მოგზაურობა ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად.
როგორ მოსჩანს საქართველო ამერიკიდან, და ამერიკა საქართველოდან.
GIZO.TV
We are America, We are Miami
5 days ago | [YT] | 0
View 0 replies
GIZO.TV
რომელი თემა გაინტერესბეთ ყველაზე მეტად?
2 years ago | [YT] | 18
View 11 replies
GIZO.TV
ვგეგმავ ცოცხალ ჩართვას სადაც ვისაუბრებთ უძრავი ქონების შეძენის საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. რომელი დღე სჯობს რომ ავირჩიოთ?
4 years ago | [YT] | 32
View 7 replies
GIZO.TV
ეს ვიდეო რამოდენიმე კვირის წინ არის გადაღებული, მაგრამ ახლაც არ თბილა ჩვენს ქალაქში. ვერ მოვიდა ეს გაზაფხული რა...
6 years ago | [YT] | 10
View 3 replies
GIZO.TV
ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, პირველ რიგში მადლობა ერთგულებისათვის, მინდა პატარა განმარტება გავაკეთო, რომ მე არ ვთვლი ჩემს თავს არც იუთუბერად და არც ბლოგერად, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემი ჩანაწერები შეიძლება ჩემს თანამემამულეებს სულ მცირე მაინც ერთი ჩვეულებრივი ქართველი ადამიანის ამერიკული ცხოვრების გაგებაში დაეხმაროს და რაც ყველაზე მთავარია უფრო მეტად დავაფასოთ და შევიყვაროთ ჩვენი ქართული მიწა-წყალი, ადათ-წესები, ისტორია, კულტურა, გავერკვეთ უკეთესად ჩვენს საკუთარ თავში. მე საერთოდ არ მაღელვებს რამდენი ათასი გამომწერი ეყოლება ჩემს არხს, არც არავის ვეჯიბრები. ვიდეობის განთავსება არ არის ჩემი შემოსავალი, პირიქით დრო რომელსაც ამ ვიდეობის გადაღება-განთავსებაში მეხარჯება, არის ყველაზე არაეფექტურად გამოყენებული თუ "დრო-ფულია" პრინციპით შევხედავთ ამ პროცესს. ჩემი თვითმიზანი საერთოდ არ არის პსევდო-პოპულარობა. ხშირად მისაუბრია ემოციური ღირებულებების შესახებ, და ჩემი ჩანაწერებიც და დროც რომელსაც მე თქვენ გჩუქნით, არის მხოლოდ ამ ემოციური ფასეულობებით და კავშირებით განპიროვნებული. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, თქვენს გამოხმაურებაში, ვხედავ რა გვტკივა და რა გვიჭირს ემიგრაციას, და ვეძებ გზებს როგორ გავერთიანდეთ როგორც ერი. მიუხედევათ შეხედულებების და აზრთა სხვადასხაობებისა, მე ვიცი, რომ ჩვენ ყველას ერთი დიდი სიყვარული გვაერთიანებს. ამ სიყვარულს სამშობლო ეწოდება. სწორედ ამიტომ, თქვენ ვერ იპოვით ჩემს მიერ ატვირთულ ვიდეოს, სადაც მე ჩემს მაყურებელს მოვუწოდებ რომ ჩემი არხი გამოიწეროს. ეს საერთოდ არ არის მთავარი.
მე არ მიყვარს პირადი ურთიერთობების საჯაროდ გამოტანა, ხშირად შეგნებულად დიდ "შესვენებას ვიღებ" იმისათვის რომ ვინმეს მიერ წამოყენებულ უსამართლო შემოტევას ვუპასუხო, ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ შეიძლება ბევრ სისულეზე საერთოდ არ იყოს საჭირო პასუხის გაცემა. არ ღირს ამაში ჩვენი დროის და ენერგიის ხარჯვა, მაგრამ ვინაიდან რამოდენიმე თქვენთაგანს ასე ძალიან აინტერესბს განმარტებას გავეკეთებ.
ვალერი გველუკაშვილს მე არ ვიცნობდი, იქამდე ვიდრე თვითონ არ დამიკავშირდა ფეისბუქის მეშვეობით და "საქმის ვითარება მომახსენა". მე ვალერის ვუთხარი, რომ მან თავის არხს დაარქვა იგივე სახელი, რაც ჩემს მიერ დაარსებულ ფეისბუქ ჯქუფს ერქვა, ეს ვალერიმაც აღიარა რამეთუ ზუსტად ეს იყო მისი ჩემთან დაკავშირების მიზეზი. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ვიგრძენი ცოტა უხერხულადაც კი გრძნობდა თავს, იმიტომ რომ ვალერი უბრალოდ წესიერი და ჯიგარი ქართველი ადამიანია. სამწუხაროდ ვალერის არ შემოუთავაზებია, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ საკითხის შესახებ, შესაძლებელია ვალერი ელოდებოდა, იმას რომ ამ გადაწყვეტილებას მე თვითონ შევთავაზებდი. გავიდა დრო, მე ვალერისგან აღარ მსმენია და გადავწყვიტე ჩემს მიერ დაარსებული ფეისბუქ ჯგუფ "ქართული ამერიკის" -ათვის სახელი გადამერქვია. ამ ჯგუფს ამჟამად "ამერიკა" ეწოდება.
სულ ეს იყო და ეს არის, არავითარი გართულება ამ საკითხთან არ მქონია და არც მექნება. ვფიქრობ, რომ საჭირო არ არის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე ვიდეო ჩავწერო. ვალერი გველუკაშვილი და ლაშა ფირცხალავა, ძალიან კარგი ბიჭები არიან, მე მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, ის კი არა მეც ძალიან მიყვარს მათი ვიდეობის ყურება. ვფიქრობ ვალერიც და ლაშა ჩემგან განსხვავებით ნამდვილი ძალიან მაგარი იუთუბერები არიან.
ჩემი სტიქია არის სიკეთე, ქართველი ხალხი, ჩვენი სამშობლო,ჩემი ხალხის კეთილდღეობა, ქართული ჯიგარი და უძრავი ქონება. იმედია ეს თემა ამოწურულია, მოდით წინ ვიმოძრაოთ.
ყველას ბედნიერ დღეს და უამრავ სიკეთეს გისურვებთ.
6 years ago (edited) | [YT] | 156
View 18 replies
GIZO.TV
ყველაზე ქართული მცენარე, რომელიც თავიდან ბოლომდე გამოხატავს ჩვენი ერის ყველა დადებით თვისებას.
6 years ago | [YT] | 40
View 2 replies
GIZO.TV
ღია სახლი , სახლი აუზით
7 years ago | [YT] | 2
View 1 reply
GIZO.TV
Thank you for your support for GIZO.TV
7 years ago | [YT] | 5
View 1 reply